შიო III: დღეს, თქვენს წინაშე მდგარი, სიმდაბლითა და კრძალვით კიდევ ერთხელ ვწირავ მადლობას ყოვლადმოწყალე უფალს კათოლიკოს-პატრიარქობის დიდი პატივისთვის
დღეს, თქვენს წინაშე მდგარი, სიმდაბლითა და კრძალვით კიდევ ერთხელ ვწირავ მადლობას ყოვლადმოწყალე უფალს კათოლიკოს-პატრიარქობის დიდი პატივისთვის, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესი შიო III-მ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
მისი თქმით, მას გაცნობიერებული აქვს, ამ მოწოდების სიდიადე და ლოცვითი თანადგომა კიდევ უფრო მეტ სულიერ სიმტკიცეს და მხარდაჭერას მატებს ამ მეტად საპასუხისმგებლო ჟამს.
„ძმური ერთობითა და სიყვარულით შევიკრიბეთ დღეს ჩვენ ყოვლადწმინდა სამების ტაძარში, რათა მშვიდობითა და მადლიერებით ვადიდოთ ყოვლადმოწყალე უფალი. განსაკუთრებული სიყვარულით მივესალმები ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებს. გულითადად გიხდით მადლობას ამ მნიშვნელოვან დღეს ჩამობრძანებისთვის. თქვენი აქ ყოფნა, ლოცვა და თანადგომა არის დასტური ჩვენი ეკლესიების სულიერი ერთობის და ქრისტესმიერი სიყვარულის. გვწამს, რომ სწორედ ამ ერთობით და სისავსით განმტკიცდება ჩვენი რწმენა და ჩვენი ეკლესიების ერთობა.
დღეს, თქვენს წინაშე მდგარი, სიმდაბლითა და კრძალვით კიდევ ერთხელ ვწირავ მადლობას ყოვლადმოწყალე უფალს კათოლიკოს-პატრიარქობის დიდი პატივისთვის. რა თქმა უქნა, ერთი მხრივ, გაცნობიერებული მაქვს, ამ მოწოდების სიდიადე და ჯვრის სიმძიმე, მეორე მხრივ კი, ვგრძნობ ჩემს ადამიანურ სიმწირესა და უძლურებას. ამიტომ, თქვენი ლოცვითი თანადგომა კიდევ უფრო მეტ სულიერ სიმტკიცეს და მხარდაჭერას მმატებს ამ მეტად საპასუხისმგებლო ჟამს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ხალხს, ჩვენს სულიერ შვილებს, ჩვენს სამღვდელოებას და ბევრ-მონაზვნებს ლოცვისთვის, თანადგომისა და სიყვარულისთვის ამ დღეებში რომ ასე შეგვეწეოდა და გვამხნევებდა, გვმატებდა ძალასა და სიმტკიცეს“, – განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა.