ჩეხეთის მიტროპოლიტი როსტისლავი: მტკიცედ მწამს, რომ ძმური ურთიერთობები ჩვენს ეკლესიებს შორის კვლავ განვითარდება და გაძლიერდება
თქვენ, თქვენო უწმინდესობავ, აგრძელებთ ამ ღვთით დალოცვილი მემკვიდრეობის ისტორიას ქართველი ხალხისა, გაქვთ რა თქვენ წინაშე ასევე ის გამოწვევები, რომლებიც თანამედროვე სამყაროში არსებობს. მთელი გულით ვლოცულობ და გისურვებთ, რომ ყოვლისმწყალობელმა უფალმა მოგცეთ ძალა, სიმშვიდე, სულიერი სიბრძნე, მრავალი წელი და კარგი ჯანმრთელობა, რამეთუ თქვენ დაუღალავად და მოთმინებით უნდა ატაროთ თქვენი ხალხი წმინდა წერილის გზით, რომელიც გვიანდერძა ღმერთმა, – ასე მიმართა პრეშოვის, სრულიად ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტმა, უნეტარესმა როსტისლავმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს შიო მესამეს სამების ტაძარში სიტყვით გამოსვლისას.
მან საქართველოსა და ჩეხეთის მართლმადიდებელი ეკლესიების თანამშრომლობის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.
„მტკიცედ მწამს, რომ ძმური ურთიერთობები ჩვენს ეკლესიებს შორის კვლავ განვითარდება და გაძლიერდება და თქვენი დახმარებით ეს მოხდება ორმხრივი პატივისცემისა და თანამშრომლობის სულისკვეთებით მსოფლიოში, რომელსაც ძალზედ ესაჭიროება ქრისტეს სიტყვა, რომელსაც მოაქვს ჭეშმარიტება და მშვიდობა და ურთიერთგაგება ადამიანებს შორის“, – განაცხადა მიტროპოლიტმა როსტისლავმა.