ირაკლი ჩიქოვანი: ძლიერი ოჯახები ქმნიან ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს საფუძველს, იმ სახელმწიფოსი, რომელიც დაფუძნებულია ჩვენს ქრისტიანულ საძირკვლებზე, ეროვნულ ინტერესებზე

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული, რომელიც დაწესდა ჩვენი დიდი პატრიარქის, ილია მეორის დროს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ტრადიცია გრძელდება და ძლიერდება წლიდან წლამდე, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მან საზოგადოებას ოჯახის სიწმინდის დღე მიულოცა.

„ყველას მინდა მივულოცო დღევანდელი დღე, ყველა ქართულ ოჯახს, ჩვენ მოქალაქეებს. ძლიერი ოჯახები ქმნიან ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს საფუძველს, იმ სახელმწიფოსი, რომელიც დაფუძნებულია ჩვენს ქრისტიანულ საძირკვლებზე, ეროვნულ ინტერესებზე და იმ სახელმწიფოსი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი თანამოქალაქეების უკეთეს მომავალს“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები