მიხეილ სარჯველაძე: დრომ და გამოცდილებამ აჩვენა, რომ ოჯახის სიწმინდის დღე ჩვენი ერისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია

„დრომ და გამოცდილებამ აჩვენა, რომ ოჯახის სიწმინდის დღე ჩვენი ერისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. ეს არის დღე, როდესაც ერი და ბერი ყველაზე მეტად ერთიანდება, რაც ამ დღის არსსა და მნიშვნელობას მკაფიოდ წარმოაჩენს“, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომელიც ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობას შეუერთდა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ თარიღს არც თუ ისე ხანგრძლივი ისტორია აქვს, მან უკვე შეძლო განსაკუთრებული მნიშვნელობისა და მასშტაბის შეძენა.

„მინდა, ვისარგებლო შესაძლებლობით და სრულიად საქართველოს მივულოცო ეს არაჩვეულებრივი დღე, რომელმაც მოკლე დროში დიდი ბრწყინვალება და საზოგადოებრივი მნიშვნელობა შეიძინა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები