ზელენსკი – რუსები უკრაინის პრეზიდენტის ოფისსა და რეზიდენციაზე დარტყმას გეგმავენ
რუსები უკრაინის პრეზიდენტის ოფისსა და რეზიდენციაზე დარტყმას გეგმავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეციალისტებმა დოკუმენტები მოიპოვეს, რომლებიც რუსების მიერ უკრაინის წინააღმდეგ ახალი დარტყმების მომზადებაზე მეტყველებენ, კერძოდ კი, როგორც ისინი აღნიშნავენ, „გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე“.
მათ შორის თითქმის ორი ათეული პოლიტიკური ცენტრი და სამხედრო სარდლობის პუნქტია. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია გავითვალისწინეთ.“, – წერს ზელენსკი.