მსოფლიოს საპატრიარქოს წარმომადგენელი – შიო III-ს: გწამდეთ, რომ თქვენთან არის მისი ყოვლად უწმინდესობის პატრიარქ ბართლომეოსის ძმური სიყვარული და ლოცვები, ქრისტე აღსდგა! აქსიოს თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ!
როგორც განსვენებული დიდი კათოლიკოსი, თქვენც მოწოდებული ბრძანდებით, იქადაგოთ ჭეშმარიტება თქვენს გულზე ამოტვიფრული ხალხის მიმართ. პატრიარქი ილია მეორე მთელ საქართველოში ყველაზე დიდი ნდობით სარგებლობდა, თქვენც უნდა აღაშენოთ და განავითაროთ მტკიცე კავშირები და ურთიერთობები ამ ღირსეული ქვეყნის ხალხთან, რადგან საქართველოსაც და მთელ მსოფლიოსაც სჭირდება სულიერი წინამძღოლები, რომლებიც მორწმუნეებს ზეციური სამეფოსკენ უწინამძღვრებენ, – ასე მიმართა მსოფლიოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა, თიატირიისა და დიდი ბრიტანეთის მთავარეპისკოპოსმა, მაღალყოვლადუსამღვდელესოება ნიკიტამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო მესამეს სამების ტაძარში.
„უწმინდესო და უნეტარესო შიო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსო და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტო, ქრისტე აღდგა!
მაქვს პატივი და სიხარული, მოგმართოთ, როგორც მისი ყოვლადწუმინდესობის, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის წარმომადგენელმა, ამ პირველ საპატრირაქო ლიტურგიასთან დაკავშირებით. ჩვენ დელეგაციის აქ ყოფნა არის თვალსაჩინო ნიშანი იმ საკურელისა, რომელიც აერთიანებს კონსტანტინოპოლის დედა ეკლესიასა და საქართველოს ეკლესიას, ადასტურებს ჩვენ ერთობასა და სარწმუნოების ერთიანობას, როგორც ერთ წმინდა საყოველთაო სამოციქულო ეკლესიას, რომელიც მართალია სხვადასხვა ადგილას მოღვაწეობს, მაგრამ ამავე დროს არის ერთი და განუყოფელი.
თქვენი არჩევა და აღსაყდრება მოხდა მას შემდეგ, რაც მარადისობას შეუერთდა თქვენი საყვარელი სულიერი მამა, უწმინდესი პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც როგორც დიდმა წინასწარმეტყველმა ელიამ, როდესაც ცეცხლოვანი ეტლით ზეცად ამაღლდა, თავისი ხალენი დაუტოვა თავის მოწაფესა და სულიერ შვილს ელისეს, ასევე განსვენებულმა პატრიარქმა ილია მეორემ თქვენ გიბოძათ თავისი საპატრიარქო მანტია და კვერთხი, რათა განმწყსოთ სამწყსო, რომელიც ეკლესიამ თქვენს მზრუნველობას მიანდო. როგორც განსვენებული დიდი კათოლიკოსი, თქვენც მოწოდებული ბრძანდებით, იქადაგოთ ჭეშმარიტება თქვენს გულზე ამოტვიფრული ხალხის მიმართ. პატრიარქი ილია მეორე მთელ საქართველოში ყველაზე დიდი ნდობით სარგებლობდა, თქვენც უნდა აღაშენოთ და განავითაროთ მტკიცე კავშირები და ურთიერთობები ამ ღირსეული ქვეყნის ხალხთან, რადგან საქართველოსაც და მთელ მსოფლიოსაც სჭირდება სულიერი წინამძღოლები, რომლებიც მორწმუნეებს ზეციური სამეფოსკენ უწინამძღვრებენ. როგორც თავად უწყით, ჩვენ ვცხოვრობთ გამოწვევებით სავსე სამყაროში, რომელიც დაყოფილია, სავსეა კონფლიქტებით, ომებითა და დაბნეულობით, თუმცა ჩვენ, ვინც ღმერთს ვემსახურებით მოწოდებულნი ვართ ვიყოთ მშვიდობისმყოფელნი, რადგან ჩვენ ვქადაგებთ სიყვარულის გზას, როგორც ამას ხალხთა მოციქული წმინდა პავლე გვასწავლის: ესწრაფეთ სიყვარულს, ღმერთი არ არის შფოთისა, არამედ მშვიდობისა.
ეკლესიის მიერ თქვენთვის მონდობილი კვერთხითა და თქვენი განსვენებული სულიერი მამის სიყვარულის მანტიით შემოსილმა სიმამაცითა და მტკიცე ნებით უწინამძღვრეთ თქვენდამი რწმუნებულ სამწყსოს – სრულიად საქართველოს. გწამდეთ, რომ თქვენთან არის მისი ყოვლად უწმინდესობის პატრიარქ ბართლომეოსის ძმური სიყვარული და ლოცვები.
მისი ყოვლად უწმინდესობისა და ქრისტეს დიდი ეკლესიის სახელით ჩვენი დელეგაცია სიხარულით გეხვევათ, წარმოვთქვამთ რა იმ სიტყვებს, რაც წმინდა წერილშია: ვიყვარებოდეთ ურთიერთასს და ერთად ვიღვაწოთ უფლის ვენახში მისი სახელის სადიდებლად.
ქრისტე აღსდგა, აქსიოს თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ“, – განაცხადა თიატირიისა და დიდი ბრიტანეთის მთავარეპისკოპოსმა, მაღალყოვლადუსამღვდელესოება ნიკიტამ.