ზუგდიდში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა გაიმართა

ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო III-ის ლოცვა კურთხევით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მსვლელობა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას  სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ზუგდიდში მსვლელობა ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრიდან დაიწყო და ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარში დასრულდა, სადაც სამშვიდობო პარაკლისი აღევლინა.

„საზეიმო მსვლელობაში მოქალაქეებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა, პარლამენტის წევრებმა, რეგიონის მერებმა, საკრებულოს თავმჯდომარეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები