ბეირუთში, ისრაელის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა

ბეირუთში, ისრაელის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანის ჯანდაცვის მინისტრი, ფირას აბიადი ავრცელებს.

„დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა. მათ შორის, სამი ბავშვი და შვიდი ქალია“, – განაცხადა ფირას აბიადმა.

მისი ცნობით, სარაკეტო დარტყმის შედეგად 68 ადამიანი დაშავდა, მათგან 15 საავადმყოფოში რჩება.

„ჰეზბოლას“ განცხადებით, ისრაელის იერიშს დაჯგუფების 16 წევრი, მათ შორის უფროსი მეთაური ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები