აშშ-ის საიდუმლო სამსახური ილონ მასკის მიერ ბაიდენსა და ჰარისზე დაწერილ პოსტს იკვლევს

აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა კომპანია SpaceX-ის დამფუძნებლის ილონ მასკის შემოწმება დაიწყო მას შემდეგ, რაც მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა: „ბაიდენს და ჰარისს რატომღაც არავინ კლავს“,- ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, საიდუმლო სამსახური არკვევს, მასკის პოსტი აშშ-ის პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის მიმართ მუქარას ხომ არ შეიცავდა.

როგორც Bloomberg-ი იუწყება, მუქარა პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის მიმართ აშშ-ში დანაშაულად ითვლება, რომელიც ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან ჯარიმით ისჯება.

მასკის პოსტი ბაიდენზე და ჰარისზე X-ში აღარ იძებნება, ბიზნესმენმა ის წაშალა. მოგვიანებით მან ახალი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა: “ერთი რამ, რაც ვისწავლე, არის ის, რომ, თუ მე ადამიანის ჯგუფს რამეს ვეუბნები, და ისინი იცინიან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ნათქვამი X-ში პოსტის სახითაც იქნება სასაცილო“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები