უკრაინული მხარე : კურსკის ოლქში რუსეთის კონტრშეტევა შეჩერებულია

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში რუსეთის კონტრშეტევა შეაჩერეს, – ინფორმაციას ადგილზე უკრაინული სამხედრო კომენდატურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„ისინი ფლანგებიდან ცდილობდნენ შეტევას, მაგრამ ჩვენ ეს შევაჩერეთ“, – აღნიშნა ალექსეი დმიტრაშოვსკიმ.

მისივე თქმით, რუსეთის ძალებმა ერთი დასახლებული პუნქტის დაკავება შეძლეს, რის შემდეგაც, უკრაინელებმა ისინი შეაჩერეს. ამჟამად სიტუაცია სტაბილურია და ტერიტორია უკრაინული მხარის კონტროლს ექვემდებარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები