რუმინეთის თავდაცვის მინისტრი – ნატოს უნდა ჰქონდეს მტკიცე, კოორდინირებული პასუხი, როცა უკრაინის მიმართულებით გაშვებული რუსული რაკეტები ან თვითმფრინავები ალიანსის საჰაერო სივრცეში შედიან

ნატოს უნდა ჰქონდეს მტკიცე, კოორდინირებული პასუხი, როდესაც უკრაინის მიმართულებით გაშვებული რუსული რაკეტები ან თვითმფრინავები ალიანსის საჰაერო სივრცეში შედიან, – ამის შესახებ რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანგელ ტილვარმა განაცხადა.

“B9-ის სახელმწიფოები ღრმად არიან შეშფოთებული ნატოს საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების და რაკეტების განმეორებითი შეჭრით. ამიტომ, მოკავშირეთა დონეზე ძლიერი, კოორდინირებული რეაგირებაა საჭირო”, – განაცხადა ანგელ ტილვარმა.

შეგახსენებთ, სექტემბრის დასაწყისში ნატოს ქვეყნებმა, რუმინეთმა და ლატვიამ მათ საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების შესვლის ფაქტი დააფიქსირეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები