გაეროს გენერალური ასამბლეა კენჭს უყრის რეზოლუციას, რომელიც ღაზაში ომის დასრულებას ითვალისწინებს

დღეს, გაეროს გენერალური ასამბლეა კენჭს უყრის პალესტინურ რეზოლუციას, რომელიც მოითხოვს, რომ ისრაელმა ერთი წლის განმავლობაში დაასრულოს თავისი უკანონო ყოფნა ღაზის სექტორსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და გაიყვანოს თავისი ჯარები.

რეზოლუცია კენჭისყრაზე გააქვთ 193-წევრიან ასამბლეაზე მაშინ, როცა ისრაელის მიერ ომის დაწყების ერთი წლის თავი ახლოვდება.

ღაზის სექტორში ომი დაიწყო მას შემდეგ, რაც შარშან 7 ოქტომბერს, “ჰამასი” თავს დაესხა სამხრეთ ისრაელს, მოკლა 1200-ზე მეტი ადამიანი და 250-ზე მეტი მძევლად აიყვანა. ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყების თანახმად, ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე ომის მანძილზე სექტორში დაიღუპა 41 ათასზე მეტი პალესტინელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები