პორტუგალიაში ხანძრის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

პორტუგალიაში ხანძარს ებრძვიან, რომლის შედეგადაც, სულ მცირე, 7 ადამიანი, მათ შორის, 3 მეხანძრე დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალია ამ ეტაპზე 50-ზე მეტ აქტიურ ხანძრის კერას ებრძვის, სამაშველო სამუშაოებში 5 300-ზე მეტი მეხანძრეა ჩართული. პარალელურად კი, ქვეყანა ევროკავშირისგან დახმარებას ელოდება.

სტიქიამ ყველაზე მეტად პორტუგალიის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში მდებარე რეგიონები დააზარალა.

ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დახურულია საავტომობილო გზები, მათ შორის, მთავარი მაგისტრალის ის მონაკვეთი, რომელიც ლისაბონსა და პორტუს აკავშირებს.

ხანძრის შედეგად განადგურებულია 62 000 ჰექტარზე მეტი მიწა, დამატებით 47 000 ჰექტარზე მეტი კი დაზიანებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები