საერთაშორისო სავალუტო ფონდმა რუსეთთან დაგეგმილი კონსულტაციები გადადო

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა რუსეთთან კონსულტაციები გადადო,- ინფორმაციას რუსული სააგენტო „ტასსი“ ავრცელებს.

როგორც სააგენტოს საერთაშორისო სავალუტო ფონდში რუსეთის დირექტორმა, ალექსეი მოჟინმა განუცხადა, კონსულტაციები გაურკვეველი ვადით ტექნიკური მიზეზებით გადაიდო.

“ფონდის მენეჯმენტმა აცნობა რუსულ მხარეს და დირექტორთა საბჭოს, რომ მისიის მუშაობა გაურკვეველი ვადით გადაიდება. გადადების მიზეზად კონსულტაციების ჩასატარებლად მისიის ტექნიკური მოუმზადებლობა დასახელდა“, – განაცხადა მოჟინმა.

ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ რუსეთთან კონსულტაციის განახლების გეგმას ევროკავშირის ცხრა ქვეყანა და უკრაინა აპროტესტებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები