მედია: კანადა ისრაელიდან თავისი დიპლომატების ოჯახების ევაკუაციას ახორციელებს
რეგიონში უსაფრთხოების გაუარესებისა და ირანიდან მოსალოდნელი თავდასხმის ფონზე, კანადის საელჩომ ისრაელში ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განუცხადა, რომ ის იორდანიაში თავისი დიპლომატების ოჯახების ევაკუაციას ახორციელებს.
„კანადის საელჩომ ისრაელში საგარეო საქმეთა სამინისტროს აცნობა, რომ უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესებისა და ირანიდან თავდასხმისთვის მზადების გამო, კანადელი დიპლომატების ოჯახები ისრაელიდან იორდანიაში გაემგზავრებიან“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ისრაელის საინფორმაციო პორტალი Ynet ავრცელებს.