მექსიკამ პუტინი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მიიწვია
მექსიკამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ახალი პრეზიდენტის, კლაუდია შეიბაუმის ინაუგურაციაზე მიიწვია, რომელიც 1-ელ ოქტომბერს არის დაგეგმილი.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის ფედერაციისა და მექსიკის საელჩოებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ინაუგურაციაში მონაწილეობის მოსაწვევი გაეგზავნა. პრეზიდენტი გადაწყვეტს, თავად მიიღებს მონაწილეობას ცერემონიაში თუ დანიშნავს სხვა მაღალჩინოსანს, რომელიც ამას მისი სახელით გააკეთებს“, – განუცხადეს გამოცემას მექსიკის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში.