აშშ-სა და ავსტრალიას რაკეტების ერთობლივი წარმოება სურთ

აშშ და ავსტრალია GMLRS-ის ტიპის მართვადი რაკეტებისა და PrSM-ის ტიპის ზუსტი დარტყმის რაკეტების ერთობლივ წარმოებას გეგმავენ. ამის შესახებ პენტაგონის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ორი განცხადება, რომელსაც ჩვენ გავაკეთებთ არის ის, რომ ჩვენ ვაპირებთ დავდოთ ურთიერთგაგების მემორანდუმები როგორც GMLRS-ის ტიპის ჭურვების წარმოებისთვის, ასევე, ცალკე PrSM-ის ტიპის რაკეტების წარმოებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა ბრიფინგზე.

მისივე თქმით, მემორანდუმებში აღწერილი იქნება ამ ტიპის ჭურვების სამომავლო ერთობლივი წარმოების პრინციპები, ასევე, კონკრეტული ნაბიჯები და წარმოების დაწყების დრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები