რუსებმა ხერსონი დაბომბეს, არიან დაშავებულები
რუსეთის არმიამ ხერსონი არტილერიით დაბომბა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის პრესსამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 61 წლის ქალი აფეთქების შედეგად მიყენებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანა, 64 წლის მამაკაცს კი მედიკოსებმა დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.