ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ ახალი თვითმცლელი შეიძინა

აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ ახალი თვითმცლელი შეიძინა. ხულოს მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ახალი სპეც-ტექნიკა მუნიციპალურ სერვისებს გადაეცა, რომელიც შიდასაუბნო გზებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, მეწყრული პროცესების სალიკვიდაციო ღონისძიებების და სხვა საჭირო სამუშაოების დროს გამოიყენება.

“აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წელს სხვადასხვა სამუშაოებისთვის რამდენიმე ერთეული სპეც-ტექნიკა შეიძინა:

ექსკავატორ-დამტვირთველი;

თვითმცლელი;

ამწე კალათა;

ნაგვის მანქანა”, – აცხადებენ ხულოს მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები