სამტრედიაში წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემების მოწესრიგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
სამტრედიაში წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემების მოწესრიგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, ქალაქ სამტრედიაში მერის წარმომადგენელთან ლაშა ნიკოლეიშვილთან და ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან კახა ნადირაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე წყალარინების, სანიაღვრე და ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.
“მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სანიაღვრე არხების მოწესრიგება, ახალი არხების მოწყობა და წყალარინების სისტემების განახლება. სამუშაოები რამდენიმე ლოკაციაზე ერთდროულად ხორციელდება და მათი მიზანია უხვი ნალექის პერიოდში არსებული პრობლემების შემცირება და მოსახლეობისთვის უსაფრთხო და მოწესრიგებული გარემოს შექმნა,”- წერია ინფორმაციაში.