აჭარას, სამუშაო ვიზიტით, პოლონეთის ქვემო სილეზიის დელეგაცია ეწვია
აჭარას, სამუშაო ვიზიტით, პოლონეთის ქვემო სილეზიის დელეგაცია ეწვია.
ქვემო სილეზიის მარშალის პაველ განცაჟის მეთაურობით დელეგაციას, სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე შეხვდნენ.
ზაზა შავაძემ დელეგაციის წარმომადგენლებს სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გააცნო. საუბრისას ყურადღება გაამახვილა რეგიონში აგრარულ და გარემოს დაცვის მიმართულებით. ასევე, დარგში არსებულ მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატით წარიმართა.
მხარეებმა აჭარასა და ქვემო სილეზიის შორის სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელების მზაობა გამოთქვეს და აღინიშნა, რომ სხვადასხვა დარგში თანამშრომლობა ორივე რეგიონისთვის ხელსაყრელი იქნება.
ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მისწერეთ სოფიო რატიშვილი