სოზარ სუბარმა და დავით ნარმანიამ ჟიული შარტავას საფლავი გვირგვინებით შეამკეს

   საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და ქალაქ თბილისი მერმა დავით ნარმანიამ ეროვნული გმირის ჟიული შარტავას საფლავი გვირგვინებით შეამკეს.
„27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე ტკივილიანი დღეა ჩვენს ისტორიაში, თუმცა ამ ტკივილთან ერთად ეს არის დღე, როდესაც სიამაყით გავსებს ასეთი ადამიანების სახელის გახსენება, როგორიც ჟიული შარტავა და მასთან ერთად მყოფი არაერთი გმირი იყო. ასეთ ადამიანებზე იდგა საქართველო. პირადად ჟიულის მთელი ცხოვრება გმირობა იყო. ეს იყო შრომითი გმირობა, გმირობა ქვეყნისთვის, მისი, ასე ვთქვათ, ბოლო გმირობა დღეს გვაძლევს მაგალითს, როგორ უნდა გვიყვარდეს სამშობლო და როგორ უნდა ვიღვაწოთ სამშობლოსთვის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები