ჯანდაცვის სამინისტრო აფთიაქების მონიტორინგს ახორციელებს
ჯანდაცვის სამინისტრო აფთიაქების მონიტორინგს ახორციელებს.
სერგეენკოს უწყების წარმომადგენლებმა შემოწმება ყვარლიდან დაიწყეს. მათ რამდენიმე აფთიაქში ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში დაწესებული წამლის გაცემის წესი შეამოწმეს.
ადგილზე გაირკვა, რომ რაიონში აფთიაქების ერთ ნაწილს ახალი რეგულაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ აქვს.
„ზოგი აფთიაქი ნამდვილად არის ინფორმირებული ახალი წესის შესახებ, რამდენიმეგან კი ეს პრობლემაა. თუმცა, მაქსიმალურად შევეცდებით, მათ ამ რეგულაციის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ. სამინისტრო მსგავს მონიტორინგს გამუდმებით განახორციელებს“, – განაცხადა სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსმა დავით მაჭარაშვილმა.
სამინისტრომ ფარმაციის დაწესებულებების შემოწმება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გავრცელებული ინფორმაციით, ყვარელში 55 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ურეცეპტოდ მედიკამენტის გაცემაზე მიღებული უარი გახდა.