ნანუკა ჟორჟოლიანი: დღეს მაინც ვიტყვი…

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი აშშ-ში პრემიერის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციას ემიჯნება და აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი ქვეყნის იმიჯისთვის საზიანოა. “მახსოვს, ერთხელ გიჟებივით აშეარებდნენ ვიდეოს. მიშას აგინებდა რამდენიმე ქართველი ამერიკაში. არ მომეწონა. ჩემი არგუმენტი იყო, რომ ქვეყნის გარეთ ნებისმიერი პრეზიდენტის ასეთი გინება არაა ლამაზი! მიუხედავად იმისა მაშინ ქართული ოცნების მხადრამჭერები ამბობდნენ ასე უფრო შერცხვებაო, დღეს მაინც ვიტყვი, რომ ღარიბაშვილის გინებაც ისევე არ იყო ლამაზი როგორც მიშასი. მარტო იმიტომ არა, რომ ვიღაცისთვის , ეს ნაკლებად საგინებელია! უბრალოდ, “ქვეყნის გარეთ დესპანობა” ჯობია ჩხუბს და გინებას! ვერ ვიხსენებ ღარიბაშვილს ვინმე მოეკლა, მაგრამ არც ღვინიაშვილს მოუკლავს რაფალიანცი! ზოგადად რაც უფრო ნაკლები ზიზღი იქნება, რაც უფრო ნაკლებად დავკორტნით ერთმანეთს, მით უფრო მალეც აშენდება ქვეყანაც!”- წერს ჟორჟოლიანი ფეისბუქზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები