სამების ტაძარში, ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ლოცვა მიმდინარეობს
სამების საკათედრო ტაძარში, ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა ლოცვა მიმდინარეობს.
ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს. ტაძარში იმყოფებიან საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მოადგილეებთან ერთად, გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმა ჯაიანი და აფხაზეთის მთავრობის სხვა წარმომადგენლები, ასევე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი სომხიშვილი. წირვას ესწრება ქართული ჯარის ნაწილი.
წირვის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სოხუმის დაცემის დროს გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის.