გიორგი მარგველაშვილმა ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
“დღეს არის დღე, რომელიც სოხუმის დაცემით დამთავრდა. მომავალი იქნება ჩვენი იქ დაბრუნება, შერიგების შედეგად. ეს 27 სექტემბერი იყო ომის დასასრული, მომავალი იქნება შერიგების, სოხუმში დაბრუნების”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
დღეს სოხუმის დაცემიდან 21 წელი შესრულდა. ქართული მხარის ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზური მხარის მონაცემებით კი, დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი.