სააკაშვილი საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიის ეტაპებს იხსენებს და კლიპს აქვეყნებს

  სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის პოლიტიკაზე და კრემლის აგრესიის ეტაპებზე წერს.
საქართველოს ექსპრეზიდენტის განცხადებით, საქართველო მინსკში ხელმოწერილი დოკუმენტის მსგავს შეთანხმებებს რუსეთთან 4-ჯერ აწერდა ხელს. ყოველ ჯერზე რუსეთი მათ ვერაგულად არღვევდა, – წერს სააკაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
„ასე, 1993 წლის ივლისში სეპარატისტული და სახელისუფლებო ჯარების თანაბარ დისტანციაზე გაყვანის შესახებ სოჭის შეთანხმებები იქნა ხელმოწერილი. ქართულმა ჯარებმა საკუთარი არტილერია და ჯავშანტექნიკა გაიყვანეს და რუსეთის „ჰუმანიტარულ“ კოლონებს დაბრკოლებების გარეშე გადაადგილების უფლება მისცეს. შევარდნაძემ განაცხადა, რომ ქართული დიპლომატიის ძალისხმევით მშვიდობა იყო მიღწეული და ხალხს ცხოვრების ჩვეული რიტმის დაბრუნებისკენ მიუწოდა. ამის შემდეგ სამშვიდობო შეთანხმება დაირღვა. თითქმის ნახევარი მილიონი საქართველოს მოქალაქე საკუთარი სახლებიდან იყო განდევნილი. 2008 წელს კრემლმა განაცხადა, რომ ძველი შეთანხმებები მას აღარ ეხება, რადგან „ახალი რეალობა შეიქმნა“, კერძოდ, აფხაზეთი რუსეთით დამოუკიდებელ სახელმწიფოდაა აღიარებული. სოხუმი რუსულ-აფხაზური დაჯგუფებით 1993 წლის 27 სექტემბერს იყო დაპყრობილი. ათასობით ადამიანი იყო დაცხრილული, ბევრი მათგანი დღემდე საძმო საფლავებში განისვენებენ“, – აღნიშნავს სააკაშვილი.
ფეისბუქ სტატუსს მიხეილ სააკაშვილი პოზიტივით ასრულებს და ქართულ მუსიკალურ კლიპს „გამარჯობა აფხაზეთო შენი“ იხსენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები