სუსში ბიზნესმენი იმედა იმედაშვილი იკითხება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტერორიზმისა და შეთქმულების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვები გრძელდება.

ამ წუთებში, სუსში იმყოფება ბიზნესმენი იმედა იმედაშვილი.

შეგახსენებთ, სუსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები