ალექსი პეტრიაშვილი ონის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი რაჭაში ონის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილმა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მნიშვნელობასა და ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობასა და შეთანხმების ეკონომიკური ნაწილის (DCFTA) ამოქმედების შედეგად გაჩენილ ეკონომიკურ პერსპექტივებს, კერძოდ, რაჭის რეგიონში ტურიზმის, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით გამოკვეთილ შესაძლებლობებს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.