დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით, აღნიშნული სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.
მათი ინფორმაციით, ისნის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11.00 საათიდან 14.00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I, II, IIა, III, IV, V მიკრორაიონების, ვარკეთილის მასივის III, IV მიკრორაიონების, ვაზისუბნის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, ჯავახეთის, ბოგდან ხმელნიცკის, გახოკიძის, შანდორ პეტეფის, მშველიძის, პატარიძის, ქობულაძის, ბუკისციხის, მესხეთის, მათიაშვილის და ჩოჩუას ქუჩების 14992 აბონენტს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები