„მთელი „სანაცეთის”კახპები დუჟმორეულები გამოვარდნენ და აკრიტიკებენ პრემიერის მეუღლეს“
მოძრაობა „ეროვნულების” ლიდერი სანდრო ბრეგაძე პრემიერ-მინისტრის მეუღლის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება. როგორც ბრეგაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, ნუნუკა თამაზაშვილი ყველასთვის მისაბაძია თავისი პატიოსნებით, კულტურითა და აღზრდით. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მომხრეები კი „შურით სკდებიან” და აკრიტიკებენ მას.
„ესე იგი, რადგან საქართველოს პირველი ლედი,(პრემიერის მეუღლე) სამაგალითო დედაა, სამაგალითო მეუღლეა, უპატიოსნესი ქალბატონია, ნამდვილ ქართულ ტრადიციებზეა აღზრდილი, ჭეშმარიტი მორწმუნე ქრისტიანია, თავმდაბალი ადამიანია და აშკარად ეტყობა საუკეთესო აღზრდა, ამიტომ მთელი „სანაცეთის”კახპები დუჟმორეულები გამოვარდნენ და აკრიტიკებენ მას. ჩემთვის ეს მარაზმი ერთგვარად მოსალოდნელი იყო, რადგან ზნეობას, მორალს, პატიოსნებას მოკლებული გოიმები, რომლებიც (როგორც ყველა დიქტატორსჩვევია) სააკაშვილმა თავისი ჰარამხანიდან ჩამოურიგა თავის ვეზირებს ცოლებად, შურით სკდებიან, შურითსკდებიან, რადგან ისინი თავისი ამორალური წარსულითა თუ აწმყოთი ახლოსაც ვერ მივლენ ჭეშმარიტადსამაგალითო მანდილოსნებთან. ხშირად აღმინიშნავს, რომ პარადოქსების ქვეყანა ვართ-თქო და ახლა კიდევერთხელ დავრწმუნდი ამაში. მიშას უზნეო და აღვირახსნილი გარემოცვის გასაგონად კი მინდა ვთქვა,რომსაქართველოს მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა კმაყოფილია, რომ ასეთი პირველი ლედი ჰყავს ჩვენსქვეყანას, პირველი ლედი, რომელიც შეიძლება თამამად მისაბაძი მაგალითი იყოს ჩვენი შვილებისთვის!!!”- წერს ბრეგაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.