მოსამართლეობის საკვალიფიკაციო წერით გამოცდაზე გასვლის უფლება 89 პირმა მოიპოვა

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი ხვალ გაიმართება. როგორც „კვირას“ იუსტიციის საბჭოს პრესსამსახურიდან აცნობეს, გამოცდაზე რეგისტრაცია 09:00 საათზე, ხოლო უშუალოდ წერითი გამოცდა 10:00 საათზე დაიწყება. გამოცდის ხანგრძლივობა ექვსი საათია. წერითი გამოცდა ტარდება ელექტრონული პროგრამის საშუალებით ან წერილობითი ფორმით. სასურველი ფორმის თაობაზე კონკრეტული გამოსაცდელი წინასწარ ახდენს საორგანიზაციო კომისიის ინფორმირებას. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერა USAID-ის მიერ დაფინანსებულმა-მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების (JILEP) პროექტმა უზრუნველყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები