დონბასის „ბოევიკებმა“ ტყვეს თავი მოკვეთეს

უკრაინელ მებრძოლს, რომელმაც დონბასის „ბოევიკების“ წინაშე მუხლებზე დადგომაზე უარი განაცხადა, თავი მოკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ერთ-ერთი უკრაინელი მებრძოლის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ოლეგი, რომელმაც თავისი გვარი დამალა, თვითონაც „ბოევიკების“ ძალადობის მსხვერპლი გახდა. მას ელექტროშოკით აწამებდნენ და ყური მოაჭრეს. ოლეგის თქმით, „ბოევიკები“ყველა ტყვეს სასტიკად ექცევიან. სამხედრო ასევე ერთ შემთხვევას იხსენებს, როდესაც „ბოევიკებმა“ ორმოში სასტიკად ნაცემი 53 წლის ქალი ჩააგდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები