უკრაინელმა მებრძოლებმა დონეცკის აეროპორტის ყველაზე ძლიერი შეტევა მოიგერიეს (ვიდეო)
უკრაინელმა მებრძოლებმა დონეცკის აეროპორტის ყველაზე ძლიერი შეტევა მოიგერიეს. ამის შესახებ უკრაინული პრესა ერთ-ერთი მებრძოლის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
„გუშინდელი საღამოდან დღევანდელ დილამდე შეტევის განხორციელებას ცდილობდნენ. ისროდნენ ნაღმტყორცნებიდან, „გრადებიდან“, ჰაუბიცებიდან, ტანკები და ქვეითებიც მოძრაობდნენ. ისინი თითქმის ყოველდღე ისვრიან და შეტევას ცდილობენ, მაგრამ ეს ამ ხნის მანძილზე ყველაზე ძლიერი შტურმი იყო“, – თქვა მებრძოლმა.
სამხედროს ინფორმაციით, ერთი კვირის განმავლობაში მისი 3 მეგობარი დაიჭრა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=wdeSnkWKue0″ width=”560″ height=”315″]