ბერლინში გაზის შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მიმდინარეობს

ბერლინში გაზის შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი უკრაინის, ევროკავშირის და რუსეთის მონაწილეობით მიმდინარეობს. ევროკავშირში იმედოვნებენ, რომ დღეს უკრაინა და რუსეთი კომპრომისს მიაღწევენ. ევროკომისიის წარმომადგენლის პია არენკილდე ხანსენის განცხადებით, მოლაპარაკებები 10.00 საათზე დაიწყო. შეხვედრას ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი გაზის საკითხებში გიუნტერ ეტინგერი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი იური პროდანი და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ალექსანდრე ნოვაკი ესწრებოდნენ. მოლაპარაკებების მთავარი კითხვა რუსეთის მხარის კიევის მიმართ მოთხოვნა რამდენიმე მილიარდიანი ვალის „გაზპრომისთვის“ გადახდაა. გაურკვეველი რჩება ასევე გაზზე სამომავლო ფასი, რადგან რუსეთმა ადრე არსებული კონტრაქტებით ფასების გადახედვაზე კიევს უარი უთხრა. შეგახსენებთ, რომ უკრაინისთვის რუსული გაზის მიწოდება ივნისში შეწყდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები