კიევმა სანქციების სიაში ათასამდე რუსეთის მოქალაქე შეიყვანა
ოფიციაალური კიევის გადაწყვეტილებით, უკრაინის სანქციების სიაში 209 იურიდიული და ათასზე მეტი ფიზიკური პირი მოხვდა. მათ ბრალად ედებათ რუსეთის მიერ უკრაინის აგრესიაში ხელის შეწყობა. ამის შესახებ უკრაინის მთავრობის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებას ეხება.
,,პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, რომელიც ,,სანქციების სიას“ ეხება, მინისტრთა კაბინეტმა მოიწონა და მიიღო გადაწყვეტილება, აღნიშნულ სიაში შევიდეს 209 იურიდიული და 1000-ზე მეტი ფიზიკური პირი, რომლებიც ხელს უწყობდნენ რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ“,- ნათქვამია სამთავრობო მიმართვაში.