რუსეთმა ევრაზიული კავშირის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

რუსეთის დუმამ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. შეთანხმებას რუსეთმა, ბელორუსიამ და ყაზახეთმა მოაწერეს ხელი. ბელორუსიის და ყაზახეთის პარლამენტები შეთანხმების რატიფიცირების საკითხს, სავარაუდოდ, ოქტომბრის პირველ რიცხვებში განიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ბოლოს ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა განაცხადა, რომ ასტანა შესაძლოა, გამოეთიშოს შეთანხმებას, თუ რუსეთი უკრაინის მიმართ იგივე პოლიტიკას გააგრძელებს.
„ასტანა არასდროს არ იქნება იმ ორგანიზაციების შემადგენლობაში, რომლებიც ყაზახეთის დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნიან“, – განაცხადა იმ დროს ნაზარბაევმა. იმ შემთხვევაში, თუ სამივე ქვეყანა დოკუმენტის რატიფიცირებას მოახდენს, ისინი ერთიან ეკონომიკურ სივრცეში იქნებიან გაერთიანებულები. ამასთან, სამივე ქვეყანა უკვე მონაწილეობს საბაჟო კავშირში. თავდაპირველად ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას უკრაინა გეგმავდა. ეს ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტის პოსტიდან გადაყენების მიზეზი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები