ჯონდი ბაღათურია სააკაშვილის ოჯახის 300 მილიონიანი ქონების დაყადაღებას ითხოვს

პარტია “ქართული დასის” თავმჯდომარე, ჯონდი ბაღათურიამ „კვირას“ პრესკლუბში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის 300 მილიონიანი ქონების 186 გვერდიანი ჩამონათვალი წარმოადგინა და პროკურატურისგან მათი დაყადაღება მოითხოვა. როგორც ბაღათურიამ აღნიშნა, აღნიშნული ქონების შესახებ ინფორმაცია პროკურატურასაც გაუგზავნა. „ჩემი აზრით, სააკაშვილის ოჯახის ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით ატეხილი ხმაური თამაშია და სხვა არაფერი. მას საკმაოდ მოკრძალებული ქონება დაუყადაღეს მაშინ, როცა რეალურად 200-300 მილიონიან ქონებას ფლობს. ეს ქონება ნაქურდალია. ინფორმაცია ამ ქონების შესახებ იუსტიციის მინისტრსაც გავუგზავნე და პროკუტრატურასაც“ – აღნიშნა ბაღათურიამ და ქონების დაყადაღება და სახელმწიფოსთვის დაბრუნება მოითხოვა. ბაღათური ამ ქონების ჩამონათვალის პრეზენტაცია ყოფილი პრეზიდენტის დედის – გიული ალასანიას ქონებით დაიწყო და აღნიშნა, რომ ის განათლების ყველა საფეხურზე მონოპოლისტია. ბაღათურიას ჩამონათვალში შედის : შპს „საქართველოს უნივერსიტეტი“; შპს „საქრთველოს უნივერსიტეტის საჯარო სკოლა“; „გაუ – ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი“; შპს კაფე „ხადილი“; რუსთაველის სახელობის ლიცეული; ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის ლიცეუმი; ბათუმის დაწყებითი სკოლა-ლიცეუმი; ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლა; დემირელის სახელობის კერძო სკოლა; ბათუმის უნივერსიტეტის მოსამზადებელი კურსები და ენათა ცენტრი; რუსთაველის სახელობის დაწყებითი სკოლა; თბილისის სკოლა-ლიცეუმი „სხივი“ და სხვა. როგორც ბაღათურიამ აღნიშნა, გიული ალასიანია ქონება ათეულობით უმაღლეს სასწავლებელს, სკოლებს, ბაღებს, კაფეებს და სხვა დაწესებულებებს მოიცავს როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.
„ის მონოპოლისტია განათლების ყველა საფეხურზე. ბაღებიდან დაწყებული უმაღლესი სასწავლებლებით დამთავრებული. რაც შეეხება ყოფილ პრეზიდენტს, მის სახელზე არსებული ქონება მის შემოსავლებს რამდენჯერმე აჭარბებს. სააკაშვილის ოჯახის დაყადაღებული ქონების ჩამონათვალში სახელმწიფოსგან მიტაცებული მისი ძირითადი ქონება არ მოხვედრილა. როცა ის პრეზიდენტი გახდა, მხოლოდ 123 000 ლარის ღირებულების ქონებას ფლობდა, პრეზიდენტობის პერიოდში კი 623 000-ზე მეტი ლარის შემოსავალი ოფიციალურად მიიღო. მისი ქონება მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე ნახევარ მილიონს არ უნდა აღემატებოდეს. არადა, ჯამში პირადად მის სახელზე მილიონ 800 000 ლარის ქონება ფიქსირდება. ამას ემატება ის ქონებაც, რომელიც ვიცით, რომ მისია, მაგრამ სხვებზეა გაფორმებული“ – აღნიშნა ჯონდი ბაღათურიამ „კვირას“ პრესკლუბში და იმ 200-300 მილიონი ლარის ღირებულების ქონების დაყადაღება და ხალხისთვის დაბრუნება მოითხოვა, რასაც ყოფილი პრეზიდენტის ოჯახი ფლობს. „თუ ამ ყველაფერზე საქმე არ აღიძვრება, პროკურატურა სს დანაშაულს ჩაიდენს“ – აღნიშნა ბაღათურიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები