„ბოევიკები“ „АТО“-ს პოზიციების მიმართ სროლას კვლავ აგრძელებენ
დღეს ღამით დონბასში „ბოევიკებმა“ ანტიტერორისტული ოპერაციისას უკრაინული ძალებს ცეცხლი კვლავ არაერთხელ გაუხსნეს. ამის შესახებ ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრი ავრცელებს ინფორმაციას.
„ღამით არაკონტროლირებადმა სამხედრო ფორმირებებმა დონეცკის აეროპორტში, – შასტიეს, დმიტროვკას, სტაროგნატოვკას, პესკის, პოპასნაიას და სხვა დასახლებული პუნქტების რაიონებში მყოფ უკრაინულ ქვედანაყოფებს არაერთხელ გაუხსნეს ცეცხლი“, – ნათქვამია შეტყობინებაში.
გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ „АТО“-ს ძალების მუშაობის შედეგად სპეციალური ჯგუფის ორგანიზება მოხდა. ჯგუფში ეუთოს და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები შევიდნენ. ცნობილია, რომ ჯგუფი მუშაობას დღეს დაიწყებს.