„მოსმენების ე. წ. გასაღები მობილური ოპერატორების ხელში უნდა იყოს“

„ფარული მოსმენა-მიყურედების გასაღები მობილური ოპერატორების ხელში უნდა იყოს“, – აღნიშნა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში და საფრთხეებზეც ისაუბრა, რაც ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით არსებობს. „თავი უნდა დავიზღვიოთ, რომ ფარული მოსმენები სასამართლოს განჩინებების მიღმა არ მოხდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შემოთავაზებული სქემა კი აღნიშნულ რისკს ვერ აზღვევს. უფრო ნაკლები საშიშროება არსებობს, როცა გასაღები მობილური ოპერატორების ხელშია“- განაცხადა საიას თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ „კვირას“ პრესკლუბში. იურისტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს არგუმენტებზეც ისაუბდა: „შინაგან საქმეთა სამინისტროს ვარიანტით, ე.წ. გასაღები მობილური ოპერატორების ხელში იმიტომ არ უნდა იყოს, მობილური კომპანიების ნაწილი შექმნილია უცხოური ფულით და შესაბამისად, ჯაშუშობის და კონფიდენციალური ინფორმაციის მიღების რისკი მაღალია. რეალურად კი, თუ მობილურ კომპანიებს ჯაშუშობის და კონფიდენციალური ინფორმაციის მიღების სურვილი ექნებათ, ამას ისე გააკეთებენ, რომ ვერავინ გაიგებს. ეს მობილურ ოპეტარორებს ტექნიკურად დღესაც შეუძლიათ.“ კოჟორიძის თქმით, კომისია, რომელიც აღნიშნულ საკითხზე მსჯელობს, ამ ეტაპზე საერთო აზრზე ვერ შჯერდა, თუმცა,კომისიის წევრთა უმეტესობა ერთ პოზიციას ემხრობა, რომ გასაღები მობილური ოპერატორების ხელში უნდა იყოს. „ ცალსახად გამოიკვეთა უპირატესობა, რომ უმჯობესია, გასაღები მობილური ოპერატორების ხელში იყოს. იმედი მაქვს, ნოემბრამდე გადაწყვეტილებას მივიღებთ“ – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები