რასმუსენი ნატოს გენერალური მდივნის პოსტს ტოვებს

ანდერს ფოგ რასმუსენი ნატოს გენერალური მდივნის პოსტს ტოვებს. რასმუსენი ნატოს შტაბბინიდან უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო მიდის. ნატოს პრესსამსახურის განცხადებით, დღეს რასმუსენი უახლოეს თანამშრომლებს, საერთაშორისო სამდივნოს წევრებს, სამოქალაქო და სამხედრო პირებს დაემშვიდობება. გარდა ამისა, ანდერს ფოგ რასმუსენი ნატოს ოპერაციებში დაღუპული მეომრების მემორიალს გვირგვინით შეამკობს. შტაბბინიდან წასვლამდე რასმუსენი ასევე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დასამშვიდობელ შეხვედრას დაესწრება. 1 ოქტომბრიდან ნატოს გენერალური მდივნის პოსტს ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იენს სტოლტენბერგი დაიკავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები