რუსეთის ფედერაციაში შესაძლოა, Gmail-ი, ფეისბუქი და ტვიტერი დაბლოკონ
რუსეთის ფედერაციაში შესაძლოა, Gmail-ი, ფეისბუქი და ტვიტერი დაბლოკონ იმ შემთხვევაში, თუ ისინი რუსეთის ფედერაციაში არ დარეგისტრირდებიან. „როსკომნადზორმა“ შესაბამისი მიმართვა ამერიკულ სერვისებს უკვე გაუგზავნა. რუსეთში დარეგისტრირების აუცილებლობა გაჩნდა მას შემდეგ, რაც მიიღეს ცვლილებები კანონებში „კავშირის შესახებ“ და „საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფორმატიზირების და ინფორმაციის დაცვის შესახებ“. რუსული პრესის ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ ვებგვერდები რუსეთში უნდა იყოს დარეგისტრირებულები, მთლიანი მიღებული ინფორმაცია – ტექსტური, გრაფიკული, ხმოვანი თუ სხვა 6 თვის განმავლობაში რუსეთის ტერიტორიაზე უნდა ინახებოდეს. ორგანიზაციები, რომლების ამ მოთხოვნას არ შეასრულებენ, დაახლოებით ნახევარი მილიონი რუბლის ჯარიმა და „შავ სიაში“ მოხვედრა ელით.