„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები და ევროკავშირი რუსეთს ახალი სანქციებით ემუქრებიან
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები – აშშ, კანადა, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, იაპონია და ევროკავშირი რუსეთს ახალი სანქციებით ემუქრებიან. დამატებითი სანქციები იმ შემთხვევაში დაწესდება, თუ მოსკოვი მინსკის შეთანხმებებს არ შეასრულებს.
„დიდი შვიდეულის“ და ევროკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სანქციები „თვითმიზანი“ არ არის და შეიძლება გაუქმდეს, როგორც კი „რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საკუთარ ვალდებულებებს შეასრულებს და უკრაინის სუვერენიტეტს პატივს სცემს“.