უკრაინის დეპუტატს საღებავი გადაასხეს და ნაგვის ურნაში ჩააგდეს
უკრაინის რადას დეპუტატს ვიქტორ პილიპიშინს საღებავი გადაასხეს და ნაგვის ურნაში ჩააგდეს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ ფეისბუქში ვრცელდება. დეპუტატს კორუფციონერ-ფალსიფიკატორს უწოდებენ, რომელმაც „16 იანვარს დიქტატორულ კანონებს მისცა ხმა“. როგორც შეტყობინებაშია ნათქვამი, „აღშფოთებულმა საზოგადოებამ იგი მიახვედრა, რომ დეპუტატის ადგილი ისტორიის სანაგვეშია და წითელი საღებავი გადაასხა. ეს იმისთვის, რომ არ დაავიწყდეს, რომ მისმა გადაწყვეტილებებმა უდანაშაულოთა სიკვდილი გამოიწვია“.