პუტინი უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მასშტაბურ ცვლილებებს ითხოვს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინა-ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დოკუმენტში მასშტაბური ცვლილებების შეტანას ითხოვს. ამის შესახებ წერილში პუტინმა ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზუს განუცხადა.
„ჩვენ, როგორც ადრე, ვთვლით, რომ ასოცირების შეთანხმების მხოლოდ სისტემური კორექტირება, რომელიც რუსულ-უკრაინული ეკონომიკური კავშირების და რუსეთის მთელი ეკონომიკის რისკების მთელ სპექტრს გულისხმობენ, მოგვცემენ იმის საშუალებას, რომ რუსეთის ფედერაციის და უკრაინის შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები შევინარჩუნოთ“, – წერს პუტინი.
გარდა ამისა, პუტინი წერილში აფრთხილებს ბაროზუს, რომ ევროკავშირის წესებთან ადაპტირებისთვის უკრაინის კანონების შეცვლის ნებისმიერი მცდელობა შეთანხმებების დარღვევად ჩაითვლება და რუსეთის ფედერაციის მხრიდან საპასუხო ზომებს მოითხოვს.
პუტინის ამ მოთხოვნებზე და განცხადებებზე საპასუხოდ ევროპელი ჩინოვნიკები აცხადებენ, რომ ცვლილებების შეტანა ასოცირების შეთანხმებაში შეუძლებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები