მაია ფანჯიკიძე იტალიელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე იტალიელ კოლეგას ფედერიკა მოგერინის შეხვდა. შეხვედრა გაერო-ს გენერალური ასაბლეის ფარგლებში გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტზე ფედერიკა მოგერინის დანიშვნის შემდეგ თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ მას შემდეგ, რაც იგი შეუდგება ევროკავშირის უმაღლეს პოსტზე მოვალეობის შესრულებას, შედგეს სამუშაო შეხვედრა “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფორმატში და განხილული იქნას რიგის სამიტის პრიორიტეტული და მოსამზადებელი საკითხები.