ერაყის პრემიერი: „ხალიფატის“ ტერორისტები პარიზის მეტროსა და აშშ-ს ქალაქებში ტერაქტებს გეგმავენ

ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა, რომ ერაყის დაზვერვის მოპოვებული ინფორმაციით, ტერორისტები პარიზის მეტროსა და აშშ-ს ქალაქებში ტერაქტების განხოციელებას გეგმავენ. ერაყის პრემიერის გაკეთებული განცხადების თანახმად, ტერაქტებს „ისლამური ხალიფატის“ უცხოეთში მცხოვრები წევრები გეგმავენ. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ვაშინგტონს ჯერ არ დაუდასტურებია ცნობა მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ.

„ ჩვენ ჯერ არ დაგვიდასტურებია ინფორმაცია მოსალოდნელი ტერაქტების თაობაზე და ჩვენ უნდა გადავხედოთ ერაყელი კოლეგებიდან მოსულ ნებისმიერ ინფორმაციას, ვიდრე შემდგომ გადაწყვეტილებებს მივიღებდეთ“ – განაცხადა აშშ-ს ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა კეტლინ ჰეიდენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები