პრემიერი: გაერო-ში გამოსვლისას ყველა საინტერესო საკითხს შევეხები

გაერო-ში გამოსვლის დროს ყველა იმ საკითხს შევეხები, რაც ჩვენ გვაინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნიუ-იორკში ჟურნალისტებს განუცხადა.
“ყველა საკითხს შევეხები, რაც ჩვენ გვაინტერესებს. საუდის არაბეთმა წელს მხარი დაგვიჭირა და სწორედ ამ მიზნით შედგა ჩვენს შორის შეხვედრა, რომ მადლობა გადაგვეხადა მათთვის ამ მართლაც მტკიცე პოზიციისთვის”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე სიტყვით ხვალ, ადგილობრივი დროით, დღის მეორე ნახევარში გამოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები