ირაკლი ღარიბაშვილი ჰერმან ვან რომპუის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ევროპის საბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპუის შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების პროცესზე ისაუბრეს. ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, რომლის დროებითი გამოყენება 1-ლი სექტემბრიდან დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილმა ჰერმან ვან რომპუის ასევე მიაწოდა ინფორმაცია ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროკავშირთან თავისუფალი სავიზო რეჟიმის მნიშვნელობას საქართველოსთვის და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის. ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას საქართველოსადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები