პეტრე პოროშენკო ვლადიმერ პუტინს შეხვდება
უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო უახლოეს დღეებში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს. ეს ინფორმაცია პოროშენკომ დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე გაახმოვანა. მისი სიტყვებით, შეხვედრა მრავალმხრივი ფორმატით გაიმართება, თუმცა ღონისძიებაზე არ გამოირიცხება ორმხრივი კონსულტაციების გამართვაც.
„მე ვფიქრობ, რომ სამი კვირის განმავლობაში ჩვენ შეხვედრა გვექნება ვლადიმერ ვლადიმერის ძესთან, ის (შეხვედრა) ევროპაში განხორციელდება. წინასწარი შეთანხმება უკვე არსებობს. ეს გამომდინარეობს სამშვიდობო გეგმის შესრულებიდან. როგორი იქნება ფორმატი? იქნება ეს ნორმანდიული, ჟენევის თუ რომელიმე სხვა ფორმატით – ეს გარემოებებიდან გამომდინარეობს. “ – განაცხადა პოროშენკომ პრეს-კონფერენციაზე. ჟურნალისტის კითხვაზე, დაემუქრა თუ არა მას როდისმე პუტინი, პოროშენკომ უპასუხა, რომ არაფრის ეშინია და არც არასდროს ეშინოდა. „ დამატებით ძალას მე მაძლევს ის, რომ მე დიდ, ძალიან მძლავრ, სახელმწიფოს წარმოვადგენ,რომელსაც ძალიან ძლიერი ხალხი ჰყავს. მე წარმოდგენაც არ შემიძლია, რომ ჩემთან საუბრისას მე რაიმეთი დამემუქრონ. ეს აბსოლუტურად შეუძლებელია და ჩემი რეაქციაც მყისიერი იქნება“ – განაცხადა საპასუხოდ პოროშენკომ. შეგახსენებთ, უკრაინის პრეს-კონფერენცია რამდენიმე საათის წინ დასრულდა.